რატომ შეიქმნა Clevermind?
Clevermind დაიწყო ერთი ძალიან მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი კითხვით: როგორ მოვამზადოთ ჩვენი შვილები სამყაროსთვის, რომელიც ჩვენზე სწრაფად იცვლება?
13 წელია განათლების სფეროში ვმუშაობ, ბოლო 10 წლის განმავლობაში კი განსაკუთრებით ტექნოლოგიების, სტარტაპებისა და მეწარმეობის მიმართულებით. ამ გამოცდილებამ დამანახა, რამდენად სწრაფად იცვლება სამყარო და რამდენად მნიშვნელოვანია, განათლებაც ამ ცვლილებასთან ერთად ვითარდებოდეს.
შემდეგ თავად გავხდი მშობელი — და ეს კითხვა კიდევ უფრო პირადი გახდა.
მინდა, რომ ჩემმა შვილმა ტექნოლოგიებით მხოლოდ სარგებლობა კი არ იცოდეს, არამედ შეძლოს მათი გაგება, შექმნა, საკუთარი იდეების მოფიქრება და რეალობად ქცევა.
სწორედ ამ სურვილიდან შეიქმნა Clevermind — სივრცე, სადაც ბავშვები სწავლობენ ტექნოლოგიებს კეთებით, ექსპერიმენტებითა და რეალური პროექტებით და ამ პროცესში აღმოაჩენენ საკუთარ ინტერესებსა და შესაძლებლობებს.
ჩვენ არ გვინდა ბავშვებს მხოლოდ დღევანდელი სამყაროსთვის საჭირო ცოდნა მივცეთ. გვინდა, მათ ჰქონდეთ აზროვნების, შექმნისა და ცვლილებებთან ადაპტირების უნარი.
რას ვავითარებთ?
ჩვენთვის ტექნოლოგიური განათლება მხოლოდ ტექნოლოგიის სწავლა არ არის. ჩვენ ვავითარებთ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც ბავშვს ეხმარება იფიქროს დამოუკიდებლად, შექმნას და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნდეს.
ტექნოლოგიურ ცოდნას
რობოტიკა, პროგრამირება, ინჟინერია, ელექტრონიკა და ხელოვნური ინტელექტი.
კრიტიკულ და სისტემურ აზროვნებას
კითხვების დასმა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვა და პრობლემების სხვადასხვა გზით გადაჭრა.
შემოქმედებითობასა და ინოვაციურ აზროვნებას
იდეების მოფიქრება, ექსპერიმენტი და მათი რეალურ პროექტებად ქცევა.
თანამშრომლობასა და კომუნიკაციას
გუნდში მუშაობა, საკუთარი იდეების გამოხატვა, მოსმენა და საერთო მიზნისთვის თანამშრომლობა.
თავდაჯერებულობასა და ინიციატივას
საკუთარი იდეის დაცვა, შეცდომისგან სწავლა და ახალი შესაძლებლობების დამოუკიდებლად ძიება.
ჩვენი ღირებულებები
ცნობისმოყვარეობა
გვჯერა, რომ კარგი სწავლა იწყება კითხვით — „რატომ?“ და გრძელდება სურვილით, თავად იპოვო პასუხი.
სწავლა კეთებით
ბავშვები ყველაზე კარგად სწავლობენ მაშინ, როცა თავად ქმნიან, ცდიან, ექსპერიმენტებს ატარებენ და შეცდომების დაშვების არ ეშინიათ.
თავისუფლება შექმნაში
არ არსებობს მხოლოდ ერთი სწორი გზა. ჩვენ ბავშვებს ვაძლევთ სივრცეს, იფიქრონ განსხვავებულად და საკუთარი იდეები საკუთარი გზით განავითარონ.
პროგრესი, არა სრულყოფილება
შეცდომა სწავლის ნაწილია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ყველაფერი პირველივე ცდაზე იდეალურად გამოვიდეს, არამედ ბავშვმა სცადოს, ისწავლოს და კიდევ ერთხელ სცადოს.
ადამიანი ტექნოლოგიაზე წინ
ტექნოლოგია არის ინსტრუმენტი. მის უკან კი ყოველთვის დგას ადამიანი — მისი იდეა, შემოქმედებითობა, პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილება.
მომავლის შექმნა
ჩვენ არ ვასწავლით ბავშვებს მხოლოდ იმას, რაც დღეს არსებობს. ვაძლევთ მათ ცოდნასა და უნარებს, რომ ხვალ თავად შექმნან ის, რაც ჯერ არ არსებობს.
ჩვენი გუნდი
Clevermind-ს ქმნიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ კარგი განათლება იწყება არა მზა პასუხებით, არამედ სწორი კითხვებით.
ჩვენი გუნდი აერთიანებს განათლების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, პროგრამირების, რობოტიკისა და მეწარმეობის მიმართულების პროფესიონალებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რას ვასწავლით, არამედ როგორ ვასწავლით — ამიტომ ჩვენი მენტორები არიან პრაქტიკოსები, რომლებიც ბავშვებს ცოდნის მიღებასთან ერთად აძლევენ შესაძლებლობას, თავად იფიქრონ, შექმნან და გამოცადონ საკუთარი იდეები.
ჩვენ გვჯერა, რომ ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, სწორი გარემო და ადამიანი, რომელიც მის ცნობისმოყვარეობას ხელს კი არ შეუშლის, არამედ კიდევ უფრო გააღვივებს.
თამთა
დამფუძნებელი / CEO
ლაშა
დამფუძნებელი / ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი
თაკო
პროგრამების განვითარების ხელმძღვანელიანდრია
რობოტიკის და ელექტრონიკის მენტორითორნიკე
რობოტიკის და ელექტრონიკის მენტორიგიგი
AI-ის მენტორიჩვენ არ ველოდებით მომავალს — ვსწავლობთ მასში ცხოვრებას დღესვე.გაიარე კონსულტაცია ჩვენს გუნდთან →