ხშირად დასმული კითხვები
ყველაფერი, რაც მშობლებს ყველაზე ხშირად აინტერესებთ — ასაკი, განრიგი, ფასი, ლოკაცია, ტექნიკა და სერტიფიკატი.
ასაკი და დაწყება
რა ასაკიდან იღებთ მოსწავლეებს?
6 წლიდან. თითოეულ კურსს თავისი ასაკობრივი ჯგუფი აქვს: LEGO რობოტიკა — 6–8 წელი, ელექტრო ინჟინერია და რობოტიკა — 9–13 წელი, AI საფუძვლები და აგენტები — 12–18 წელი.
საჭიროა თუ არა წინასწარი ცოდნა?
არა. საწყისი ცოდნა საჭირო არ არის — მოსწავლე ყველაფერს ჩვენს მენტორთან ერთად სწავლობს.
შეუძლია თუ არა ბავშვს შემოერთება, თუ ჯგუფი უკვე დაწყებულია?
ამ საკითხს ინდივიდუალურად ვწყვეტთ — მენტორთან და პროგრამების განვითარების ხელმძღვანელთან გასაუბრების შემდეგ.
განრიგი
კვირაში რამდენჯერ ტარდება გაკვეთილები?
ძირითადად კვირაში ორჯერ; კურსის მიხედვით შესაძლოა განსხვავდებოდეს. ორი შეხვედრა იმიტომ გვაქვს, რომ განსაკუთრებით პატარა ასაკში ცოდნას გამყარება სჭირდება და გაკვეთილებს შორის დიდი შუალედი ნაკლებად ეფექტურია.
რომელ საათებში ტარდება გაკვეთილები?
სასკოლო დროის შემდეგ.
თუ ბავშვი გაკვეთილს გამოტოვებს, აღდგება?
ჩვენი მიზეზით გაცდენილი გაკვეთილი აღდგება. თუ მოსწავლემ თავად გააცდინა, უახლოეს გაკვეთილზე მენტორთან ერთად შეძლებს გამოტოვებულ თემებზე კითხვების დასმას და ინსტრუქციის მიღებას.
არდადეგები გაქვთ?
დიახ — ოფიციალური დასვენების დღეები და სკოლის არდადეგები ჩვენთანაც დასვენებაა.
ფასი და გადახდა
რა ღირს კურსი?
LEGO რობოტიკა — თვეში 195₾, ან 500₾ სრული 3-თვიანი კურსის ერთიანად გადახდისას (24 გაკვეთილი). ელექტრო ინჟინერია და რობოტიკა — თვეში 195₾, ან 1370₾ სრული 8-თვიანი კურსის ერთიანად გადახდისას. AI საფუძვლები და აგენტები — თვეში 250₾, ხოლო 3-თვიანი კურსის ერთიანად გადახდისას −5% (712₾). ყველა მასალა და აღჭურვილობა ფასში შედის.
როგორ ხდება გადახდა?
გადახდა შესაძლებელია თვეობით ან სრულად, წინასწარ.
ფასდაკლება არის?
დიახ. ფასდაკლება მოქმედებს სრულად გადახდის შემთხვევაში, ასევე დედმამიშვილებისთვის — 10%.
საცდელი გაკვეთილი უფასოა?
დიახ, პირველი საცდელი გაკვეთილი უფასოა.
ადგილი და ტექნიკა
სად ტარდება გაკვეთილები?
ამჟამად გაკვეთილები მიმდინარეობს მწვანე სკოლის დიღმის მასივის კამპუსში, თბილისში. მალე სხვა კამპუსებშიც ვიწყებთ — დაგვიკავშირდით და გეტყვით, სად რა იხსნება და ზუსტ ადგილმდებარეობასაც გამოგიგზავნით.
მშობელს შეუძლია გაკვეთილს დაესწროს?
დიახ, წინასწარი შეთანხმებით.
ბავშვს სჭირდება საკუთარი ლეპტოპი ან LEGO?
კურსზე მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან საჭირო რესურსებით — LEGO Spike, Arduino, სენსორები და სხვა. საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეს დასჭირდება ლეპტოპი ან პლანშეტი, რაზეც მშობელს წინასწარ მიეწოდება ინფორმაცია.
AI კურსზე ფასიანი ანგარიშები სჭირდება?
არა. გაკვეთილზე საჭირო ანგარიშებით მოსწავლეებს ჩვენ უზრუნველვყოფთ. თუ მოსწავლეს სახლშიც სურს ფასიანი ანგარიშის გამოყენება, ეს მშობლის გადასაწყვეტია.
სწავლება და შედეგი
ჯგუფში რამდენი მოსწავლეა?
15–18 მოსწავლე, რომლებიც გუნდებში მუშაობენ.
რა ენაზე ტარდება გაკვეთილები?
ქართულად.
გასცემთ სერტიფიკატს?
დიახ. კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი — ქართულ და ინგლისურ ენებზე.
რა არის შემდეგი საფეხური კურსის დასრულების შემდეგ?
მოსწავლეს შეუძლია ჩვენი სხვა კურსი შეარჩიოს. მაგალითად, LEGO რობოტიკის შემდეგ — ელექტრო ინჟინერია და რობოტიკა, რომელიც უფრო რთული საფეხური და საინტერესო გაგრძელებაა.
დამატებითი ღონისძიებები გაქვთ?
დიახ. ყოველი კურსი სრულდება დემო დღით, სადაც მოსწავლეები საკუთარ პროექტებს წარადგენენ. წლის განმავლობაში ვმასპინძლობთ ვორქშოპებს, ტექნოლოგიის დღეებს, დღის და სადღეღამისო ბანაკებს — ჩვენს მოსწავლეებს მათში ფასდაკლებით ჩართვა შეუძლიათ.